საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
 
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება

                                                                                                                                    
№02/29 - 01
30.01.2018                                                                                                                                                                                                                                 ქ.თბილისი

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №74/2012 დადგენილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ დანართი №1 მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

ვბრძანებ:
1.    განისაზღვროს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) სიმონ გელაშვილი -  პროფესორი, თავმჯდომარე;
ბ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
გ) ია ნაცვლიშვილი - ასოცირებული პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
დ) ნატო კაკაშვილი - ასისტენტ-პროფესორი;
ე) ზეინაბ გოგრიჭიანი - მასწავლებელი;
ვ) დალი არახამია - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ზ) მერაბ ზედგენიძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
თ) ლალი კობახიძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ი) ნანა მაისურაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
კ) ირინა მამამთავრიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ლ) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
მ) მამუკა ხუსკივაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე;
ნ) ნინო დოხტურიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, მდივანი.
2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2017 წლის 7 თებერვლის №   03/29 – 01 ბრძანება „სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“.
3.    წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
4.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ფაკულტეტის  დეკანი,     პროფესორი        თეიმურაზ ბერიძე